პოლიტიკა
ანჯეი ტიშკევიჩი საქართველოს ვადამდე ტოვებს

1-gacilebaსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრებმა  ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე და ტიშკევიჩს  საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 18 ივნისის ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უპრინციპობის გამო,  გადამდგარი პოლონელი გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი ანჯეი ტიშკევიჩი ვადამდე ბევრად ადრე ასრულებს თავის მოღვაწეობას ამ პოსტზე.

გენერალი ტიშკევიჩი გამოირჩეოდა ობიექტური და პრინციპული პოზიციით, რაც ძალიან მიუღებელი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის... ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს უცნაური, რომ გენერალი ტიშკევიჩი მისიის დასრულებამდე გაიწვიეს, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ მოხდებოდა, რომ არა დღევანდელი მთავრობის უპრინციპობა!" - განაცხადა მანჯგალაძემ. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) არ ადასტურებენ.

გასული წლის აპრილში ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

1-gacileba-qvem