აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა

1-aqtual-2-volebekსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კნუტ ვოლებეკთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. პრემიერ–მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის განხორციელების საჭიროებაზე ილაპარაკა. ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებისა და ხელოვნური მიწათხრილების მოწყობის საგანგაშო პროცესზეც.