პუბლიკაციები
„თამარ მეფის მეუღლე - მამათმავალი, ვაჟიშვილი - უწესო დედათა მოყვარე იყო, ცისფერყანწელები და კინტოები - ჰომოსექსუალები, ვახტანგ ჭაბუკიანი - გეი, ელენე ახვლედიანი - ბისექსუალი, ხოლო "ნინჩოთი" მე–19 საუკუნის საქართველოში ლესბოსელებს მოიხსენიებდნენ“

1-analit--2-geo-mtavსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს. 

2013 წლის 17 მაისის შეფასება სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი 

ავტორები: ლევან ჩიტაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, თინათინ ნიბლოშვილი, თამარ ბეჟუაშვილი 

ს ა რ ჩ ე ვ ი:

17 მაისი მოვლენების განვითარება ...............................................3

დაზიანებები .........................................................................................6

სამართლებრივი შეფასება ...............................................................7

სამართალი და მორალი .................................................................10

სამართალდამცავი ორგანოები .....................................................12

გავლენა კომფლიქტების მოგვარებაზე ......................................13

მეზობელი სახელმწიფოების ოფიციალური და არაოფიციალური 

დამოკიდებულება .........................................................................................................14

აზერბაიჯანი.......................................................................................14

სომხეთი................................................................................................17

რუსეთი..................................................................................................19

ლგბტ ადამიანის უფლებები საქართველოში ............................22

ისტორიული წყაროები ლგბტ პირებზესაქართველოში ..........24

 

3

17 მაისი მოვლენების განვითარება 

17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

Mამ დღეს სექსუალური უმცირესობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა

ფორმებით აღნიშნავენ.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ორგანიზებით 17 მაისს, 13

საათზე ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიის წინააღმდეგ

ბრძოლის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა. აქცია სანქცირებული იყო, შესაბამისად მოხდა

ხელისუფლებისა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირება.

დაანონსებულმა “ფლეშ-მობმა”, რომლის მოწყობასაც სექსუალური უმცირესობები

გეგმავდნენ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

სხვადასხვა ჯგუფების მიმართ პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო გამოსვლებიც.

ისინი მოუწოდებდნენ სექსუალურ უმცირესობებს თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის

გამოსვლებისაგან.

17 მაისს დაიგეგმა საწინააღმდეგო აქციაც, რომელიც მართმადიდებელი მრევლის მიერ

იყო ორგანიზებული და ლგბტ საზოგადოების გამოსვლას გააპროტესტებდა.

სასულიერო პირები...... 16 მაისს შეიკრიბნენ პარლამენტის ძველ შენობასთან, მათ ღამე

გაათენეს რათა ლგბტ აქტივისტებს პარლამენტთან დახვედროდნენ და არ მიეცათ მათთვის

აქციის ჩატარების საშუალება.

ახალგაზრდებისა და სასულიერო პირების ნაწილი 17 მაისს 12 საათზე ფილარმონიასთან

შეიკრიბა და დაიწყო მსვლელობა პარლამენტის შენობისაკენ.

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” მა 17 მაისის აქციას მონიტორინგი გაუწია.

აქციის ორივე კერას ჩვენი 10 წარმომადგენელი დააკვირდა, მათ დეტალურად გადაიღეს

აქციის მიმდინარეობა ვიდეო კამერის საშუალებით.

 

4

მას შემდეგ, რაც ორივე (ფილარმონიისა და პარლამენტის) აქცია შეერთდა

პარლამენტთან, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ლგბტ აქტივისტები თავისუფლების მოედანზე

(პუშკინის სკვერში) იყვნენ მობილიზებულები. მოსახლეობამ ეროვნული მუზეუმის მიმდებარე

ტერიტორიაზე გადაინაცვლა. მუზეუმთან და თავისუფლების მეტროსთან ორ მწკრივად იყო

განლაგებული სამართალდამცავ უწყებათა კორდონი. კორდონები გამაგრებული იყო

სპეციალური მეტალის სადგამებით.

სასულიერო პირების ნაწილი ამ დროისთვის თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე

იმყოფებოდა (სასტუმრო ქორთიარდ მარიოტისა და წმინდა გიორგის ძეგლს შორის).

დაახლოებით დღის 2 საათვისათვის აღნიშნული სასულიერო პირები დაიძვრნენ ეროვნულ

ბიბლიოთეკასთან შეკრებილი ხალხისკენ. რამდენიმე წუთში გაღიზიანებული მოსახლეობის

ეგზალტირებული მასა მიაწვა პოლიციელების კორდონს. დაწყებული ზეწოლიდან

რამოდენიმე წამში ცხადი გახდა, რომ ხალხი შეძლებდა კორდონის გარღვევას. პარალელურ

რეჟიმში, პუშკინის სკვერში მობილიზებულ ლგბტ აქტივისტებს ძალოვანი უწყებების

წარმომადგენლებმა შესთავაზეს დახმარება, მათ უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად. ლგბტ

აქტივისტების ნაწილი დათანხმდა შემოთავაზება. ისინი გადანაწილდნენ 3 მიკრო ავტობუსში

და პოლიციის ესკორტის თანხლებით დატოვეს ტერიტორია. მცირე ჯგუფმა განაცხადა, რომ

არ იყვნენ არც იდენტობის წევრები და არც დაგეგმილ ე.წ ფლეშ მობში არ იღებდნენ

მონაწილეობას. მათი თქმით, ისინი ლგბტ აქტივისტების სოლიდარობის ნიშნად იყვნენ

მისულები აქციაზე. ამ პირებმა პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ძალოვნების

მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე და ტერიტორიის დატოვება რამდენიმე სხვადასხვა

მიმართულებით გადაწყვიტეს – ნაწილი ლესელიძის მიმართულებით გაემართა, ნაწილი

კოლმეურნეობის მოედნისკენ დაიძრა. ამ პირების საერთო რაოდენობა სულ 10 პირს არ

აღემატებოდა. ამ დროს, სასულიერო პირებს და საზოგადოებას უკვე გარღვეული აქვთ

თავისუფლების მეტროსთან არსებული კორდონი და თავისუფლების მოედანს

უახლოვდებიან. მალე შეივსო თავისუფლების მოედანი ეგზალტიებული ხალხით. ხალხი სამ

ნაწილად გაიყო:

1. ჩოხებში შემოსილი პირები ლესელიძის დაღმართზე სირბილით და

ლოცვით ჩარბოდნენ, რათა ლგბტ აქტივისტების დაწეოდნენ.

2. საზოგადოების დიდი ნაკადი

დაიძრა კოლმეურნეობისაკენ.

3. მოსახლეობის საკმაო ნაწილი თავისუფლების მოედანზე,

წმინდა გიორგის ძეგლთან იყო გამაგრებული.

კოლმეურნეობისაკენ ფეხით დაძრული ლგბტ აქტივისტები დათანხმდნენ

სამართალდამცველების შეთავაზებას, ისინი ავიდნენ ავტობუსში, რომლითაც უნდა

 

5

მომხდარიყო მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მრევლის ნაწილმა მოახერხა დასწეოდა

ამ ავტობუსს. ავტობუსზე განხორციელდა თავდასხმა, ხალხის მასამ დააზიანა საქარე მინა,

ავტობუსის მარჯვენა და მარცხენა გვერდები. მძღოლის კარები. თუმცა პოლიციის მყისიერი

მოქმედებით თავდასხმა აღიკვეთა, ხალხმა ვერ შეძლო ავტობუსში შეღწევა. აქტივისტებმა

მოახერხეს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება.

ამ დროისათვის ლგბტ აქტივისტების ლესელიძის ნაწილი, მართობული ქუჩებით დაიძრა

კოლმეურნეობისაკენ, მათ, სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება ესარგებლათ

ავტობუსებით.

მაშინ, როდესაც აღნიშნული პირები კოლმეურნეობაზე აღმოჩნდნენ, იქ მრევლის უდიდესი

ნაწილი იყო მობილიზებული. შსს ქვედანაყოფებს კორდონები გახსნილი ქონდათ,

სავარაუდოთ აღარ ელოდებოდნენ ლგბტ აქტივისტების გამოჩენას. საზოგადოებამ, შენიშნა

ერთად მობილიზებული პირთა ჯგუფი, მათ ყურადღება მიიქციეს იმით, რომ სირბილით

გაემართნენ პოლიციის თანამშრომლებისაკენ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა შეძლეს პირების უსაფრთხო გადაყვანა ნატო

ვაჩნაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც მათი შეფარება მოხდა საცხოვრებელი სახლის

სადარბაზოში.

ამ დროისათვის ვაჩნაძის ქუჩა, კოლმეურნეობის მოედანი, გუდიაშვილის ქუჩა მრევლით

გაივსო. 3-4 წუთში, სამართალდამცველებმა მოახდინეს მობილიზება, მიკრო სამარშუტო

ტაქსი სადარბაზოს მისადგომთან გაჩერდა. ლგბტ აქტივისტებმა გაიარეს ძალოვანი უწყების

მიერ შექმნილი კორდონი და განთავსდნენ სამარშუტო ტაქსში, რა დროსაც ხალხმა მათი

მიმათულებით დაიწყო ბოთლების, ქვების, ყინულების სროლა. რამდენიმე პირი ახლოს

მდგომ ავტომობილებზე ავიდნენ და ცდილობდნენ სამარშუტო ტაქსის დაზიანებას,

დამიზნებით ქვების და სხვა საშვალებების სროლას. სამარშუტო ტაქსი, პოლიციელების

კორდონის თანხლებით დაიძრა კოლმეურნეობის მოედნისაკენ. მსვლელობის პროცესში

ეგზალტირებული, აგრესიული მასა გზადაგზა აზიანებდა მიკრო ავტობუსს. იგი

დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში მიიკვლევდა გზას გაღიზიანებულ ხალხს შორის და

საბოლოოდ, შეძლო ტერიტორიის უსაფრთხო დატოვება.

 

6

დაზიანებები 

ჩვენი ინფორმაციით, სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ლგბტ

აქტივისტების მოწინააღმდეგე, ათობით აქციის წევრებმა, მათ შორის ერთმა

არასრულწლოვანმა სკოლის მოსწავლემ. დაზაინებები, ძირითადად, ნაკლებად მძიმე სახისაა:

ნახეთქი ჭრილობა, ჭრილობები თავის არეში, მცირე დაჟეჟილობები ტანის სხვადასხვა

ადგილას. აღნიშნული, სავარაუდოდ, ბრმად ნასროლი ქვის ან/და რაიმე სხვა ნივთის

ზემოქმედების შედეგია.

საკმაოდ მძიმედ დაზიანდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, ხატია კალმახელიძე – მას თავის

არეში, სავარაუდოდ ქვის ან სხვა რაიმე ნივთის გასროლით, მიყენებული ჰქონდა დიდი

ზომის ჭრილობა (ნახეთქი ჭრილობა).

ასევე, საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცავი უწყების

წარმომადგენლებმა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ასევე დაზიანებულია:

1) რამდენიმე კერძო ავტომობილი – დაზიანების ძირითადი სახეები: ჩამტვრეული მინები,

დაკაწრული კორპუსი, სავარაუდოდ, მძიმე ხელკეტის ან ქვისგან მიყენებული დაზიანებები –

მკვეთრად ჩაღუნული მეტალის საფარი.

2) სამაშუტო ავტობუსი – დაზიანების ძირითადი სახეები: ჩამტვრეული საქარე მინა და

სხვა ფანჯრები.გაურკვეველი წარმოშობის მყარი საგნით დაზიანებულია მძღოლის კარები,

მგზავრთა კარებები.

3) მიკრო სამარშუტო ტაქსი – დაზიანების ძირითადი სახეები: მინების უმეტესობა

ჩამტვრეული. მძღოლისა და მგზავრთა კარებებზე აღინიშნება მრავლობითი სახის

დაზიანებები, რაც გამოწვეულია ქვების ან სხვა სახის მყარი ნივთების მრავალჯერადი

ზემოქმედებით. მიკრო სამარშუტო ტაქსის მთელ კორპუსზე აღინიშნება ნაკაწრები და

სხვადასხვა ზომის ჩაღუნული სახის დაზიანებები.

4) ქვის/ქვების ან/და სხვა სახის ნივთების გამიზნული თუ არაგამიზნული სროლის

შედეგად დაზიანდა გიორგი ლეონიძის Qქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “პოპულის” ფასადი.

7

სამართლებრივი შეფასება 

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ

აქცია აშკარად გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან.

ლგბტ აქტივისტების მიმართ, განხორციელებულ ქმედებას შესაძლებელია

სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს, და განიმარტოს, როგორც, საქართველოს მოქმედი

კანონმდებლობის დარღვევა. უპირველეს ყოვლისა რელევანტურია ყურადღება შევაჩეროთ საქართველოს

კონსტიტუციის მე-19 (მეცხრამეტე) მუხლზე, რომელიც სპეციალური და ძირითადია სხვა

სამართლებრივ ნორმებთან შედარებით.

მუხლი19”

1) ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის

თავისუფლება.

2) დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო,

აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულებები მათ შესახებ.

3) დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი