უცხოეთი
მაურიციო მოლინარი: „მეფე ვლადიმერის შოუ: ოხუნჯობანი, მრისხანება და ცურვა ყინულოვან ტბაში“

1-mauricioსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. პუტინი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ შეძლო მაშინვე შეერთებოდა G8 სამიტის სხვა მონაწილეებს, - წერს მაურიციო მოლინარი სტატიაში, რომელიც La Stampa-ში გამოქვეყნდა.

„მეამბოხე კაციჭამიათა დაუძინებელი მტერი, ევროპელ ლიდერთა მოწინააღმდეგე, ბარაქ ობამას რომ დასცინის, ერნის ტბის მარტოსული მოცურავე, ბრიტანეთის თავდაცვაზე განრისხებული, ღონისძიებაზე დაგვიანებით გამოცხადების გამო: ეს პუტინია, კრემლის ხელმძღვანელი, რომელმაც დასავლეთი გამოიწვია პოლიტიკაშიც, სიმბოლოებშიც, ფორუმზეც, სადაც მოსკოვი დროის მიხედვით ბოლო მონაწილე გახდა“, - წერს სტატიის ავტორი.

შარშან, როცა G8-ის სამიტი კემპ-დევიდში გაიმართა, პუტინმა გადაწყვიტა, მასში მონაწილეობა არ მიეღო და თავის მაგივრად იქ დიმიტრი მედვედევი გაგზავნა. ვაშინგტონელმა კრემლოლოგებმა მიზეზის გაგება გადაწყვიტეს და ლოქერნიდან პასუხად მიიღეს, რომ პუტინმა რუსეთის პრესტიჟის ამაღლება გადაწყვიტა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

საბრძოლო განწყობილების ნიშნები ჯერ კიდევ კვირას დაუნინგ-სტრიტზე გამოჩნდა, როცა ვლადიმერმა დევიდ კემერონი დაამუნათა, რომ იგი მხარს უჭერდა მეამბოხეებს, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამენ და დასავლური დემოკრატიის ღირებულებებს აბუჩად იგდებენ. თვითმხილველთა თქმით, კემერონი ასეთ აფრონტს არ ელოდა და კიდევ უფრო გააოცა იმან, რაც ოდნავ მოგვიანებით მოხდა. რუსეთის საელჩოში მისულ პუტინს აუწყეს, რომ მისი რეზიდენცია G8-ზე მხოლოდ მეორე დილისთვის იქნებოდა მზად. პუტინი განრისხდა და ბრიტანეთის მთავრობა - „არასტუმართმოყვარეობაში“, ხოლო უსაფრთხოების სამსახური „არაეფექტურობაში“ დაადანაშაულა. ამასთან, იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ წყვეტს მისი პროტოკოლის სამსახური დაუგეგმავ ამოცანებს, თავის ელჩს უბრძანა, ვახშამზე ბრიტანეთის მედიისა და ეკონომიკის მთელი „ნაღები“ საზოგადოება შეეკრიბა. ბოლო წუთს მიწვეული რედაქტორები, ფინანსური ანალიტიკოსები და აკადემიკოსები პუნქტუალურები იყვნენ. პუტინი ბრწყინავდა იმ წვეულებაზე“, - იუწყება გამოცემა.

ორშაბათს დილით, როცა პუტინი ბოლოს და ბოლოს სამიტზე აღმოჩნდა, სხვა ლიდერებს თვასალჩინოდ დაანახვა, თუ რამხელა ენერგიას ფლობს. კერძოდ, ობამას, რომელმაც თავისთვის ერთი სპორტული კომპლექსი დაჯავშნა, პუტინმა თავისი მდივნის პირით აცნობა, რომ ერნის ყინულოვან ტბაში საცურაოდ მიეშურებოდა. ეს პოლიტიკური ხასიათის პირადი გზავნილი იყო სირიასთან დაკავშირებით: რუსეთი დაბრუნდა და არავისზე ნაკლებად თავს არ თვლის“, - დასძენს სტატიის ავტორი.