G8-ის სამიტი სოჭში გაიმართება
საქართველო, 19 ივნისი,
საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა G8-ის მორიგი სამიტის გამართვის თარიღი გამოაცხადა: „რვიანის“ ლიდერების შეხვედრა სოჭში 2014 წლის 4-5 ივნისს გაიმართება.
„რვიანის სამიტი, რომელზეც ჩემი მეგობრები მოვიწვიე, 2014 წლის 4-5 ივნისს ქალაქ სოჭში გაიმართება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ბრიტანეთის ქალაქ ლოქერნში. თუმცა სამიტის დღის წესრიგი ვერ დააზუსტა და განმარტა, რომ მას მხოლოდ მაშინ შეათანხმებენ, როცა დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობა დასრულდება. „ესტაფეტას ჩვენი ბრიტანელი კოლეგებისგან მხოლოდ 2014 წლის 1 იანვარს მივიღებთ“, - განაცხადა პუტინმა.