უცხოეთი
კონკურსი „მის სამყარო“ მოსკოვში ჩატარდება

1-missსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 9 ნოემბერს მოსკოვში კონკურსი „მის სამყარო“ გაიმართება. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ლას-ვეგასში კონკურს „მის აშშ-ის“ დასრულების შემდეგ განაცხადა. ტელეკომპანია “სი-ბი-ესსა“ და კაზინო „პლანეტა ჰოლივუდთან“ ერთად სწორედ დონალდ ტრამპია ამერიკული სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი.

კონკურსი „მის სამყარო“ 1952 წლიდან ტარდება. რუსეთის წარმომადგენელი ერთადერთი გამარჯვებული ტელეარხ „როსიას“ წამყვანი კალინინგრადელი ოქსანა ფედოროვა გახდა 2002 წლის კონკურსზე. 2005 წელს კი „მის სამყაროს“ ტიტული რუსი წარმოშობის კანადელმა ნატალია გლებოვამ მოიპოვა.

2013 წელს კონკურსზე რუსეთს 18 წლის სტუდენტი, მეჟდურეჩენსკელი ელმირა აბდრაზაკოვა წარმოადგენს, რომელმაც „მის როსიას“ ტიტულის გარდა, მსოფლიოში სილამაზის კონკურსის ყველაზე ძვირად ღირებული, მარგალიტებითა და ბრილიანტებით შემკული თეთრი ოქროს გვირგვინი მიიღო.