აშშ-ის საელჩო: „ელჩ ნორლანდს წინასწარ დაგეგმილი სხვა შეხვედრა ჰქონდა“
საქართველო, 19 ივნისი,
საქინფორმი. სააგენტო "
ინტერპრესნიუსის" ცნობით, აშშ-ის ელჩი საქართველოში
რიჩარდ ნორლანდი შს სამინისტროში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების გამო არ იმყოფებოდა.
"შეერთებული შტატების საელჩო შეხვედრაზე მაღალი რანგის თანამშრომლებით იყო წარმოდგენილი. შეხვედრას, საერთაშორისო სამართალდაცვით საკითხებში ელჩის მრჩევლის ხელმძღვანელობით, საელჩოს სამი თანამშრომელი ესწრებოდა. ელჩ ნორლანდს წინასწარ დაგეგმილი სხვა შეხვედრა ჰქონდა", - განმარტეს აშშ-ის საელჩოში. შს მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკიც, თუმცა შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო.