დავით ბაქრაძე: „ამ დანაშაულის ყველა ჩამდენი მთელი სიმკაცრით უნდა იქნეს დასჯილი“
საქართველო, 19 ივნისი,
საქინფორმი. შს სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან. პირველი განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ
დავით ბაქრაძის განცხადებით, უმცირესობა მზადაა, მხარდაჭერა გამოუცხადოს გამოძიების პროცესს.
„იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება, საქმე ეხება აბსოლუტურად არაადამიანურ და უმძიმეს დანაშაულს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა იქნეს დასჯილი მთელი სიმკაცრით. მე გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გამოძიების პროცესს“, - განაცხადა ბაქრაძემ.