სამართალი
„საინტერესოა, რატომ არ საუბრობდით, ქალბატონო თინიკო, ჩემს „დანაშაულებრივ მოღვაწეობაზე“ არჩევნების წინ სტუდენტობის ქუჩაში გამოსვლისას, იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი? ანდა ძალიან კარგად უწყით, რა გზით, ხერხებით და მეთოდებით ვიყავი „მხილებული“ წამების დანაშაულში და ამის დამადასტურებელი რა სახის დოკუმენტებიც არსებობდა და არსებობს, როგორ იქნა მოპოვებული ისინი სააკაშვილის მთავარ პროკურორ ზოდელავას გამოძიებისას, როდესაც ამ საქმეში ბრალდებულ ფარულავა-ფხალაძეს წამებით სასურველი აღიარების მიღების გამო ფეხზე ფრჩხილები დააძრეს... მოგთხოვთ ამაზე აუცილებლად პასუხს!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შესახებ კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ბედუკაძის გათავისუფლება ძალიან ცუდი ფაქტია და რა ფორმითაც უნდა ითანამშრომლოს დამნაშავემ გამოძიებასთან, მას შესაძლოა დანაშაული შეუმსუბუქდეს, თუმცა პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდება.