უცხოეთი
ერდოღანი: „ნამდვილი თურქული გაზაფხული 2002 წელს იყო“

1-erdoRanსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. მეორე საღამოა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიიპ ერდოღანი თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოდის. მედიის შეფასებით, მიტინგზე მილიონზე მეტი კაცი შეიკრიბა. დასავლურმა სააგენტოებმა პრემიერის ტონს გამომწვევი უწოდეს.

„ჩემო ხალხო, ნუ გაებმებით ამ შეთქმულების ხაფანგში, ნუ იქცევით ამ თამაშის ნაწილად, როგორც უკვე ვთქვი, მე თქვენი მსახური ვარ. გეზის პარკი და ტაქსიმის მოედანი გაწმენდილი იქნა. ახლა მათ ყვავილებით რთავენ. მოედანს ნამდვილი ეკოლოგები - ხელისუფლება ამკობს“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც საერთაშორისო მედიას მოუწოდა, ობიექტური იყოს. „ეს ისეთი ქვეყანა არაა, როგორადაც თქვენ მას მსოფლიოს წარმოუდგენთ. ვისაც აინტერესებს, რა ხდება თურქეთში, ეს, კაზლიჩეშმეს მოედანი უნდა ნახონ. ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა მეტი მომხრის შეკრება არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა ერდოღანმა.