უცხოეთი
კოდური სახელწოდება: „სტამბულის აჯანყება“

1-stambulსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის მთავრობამ დაასახელა მასობრივი არეულობის ორგანიზატორები სტამბულში, რომელიც ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო გეზის პარკის დასაცავად ტურისტულ ცენტრ ტაქსიმში.

მინისტრმა ევროკავშირის საქმეებში, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე ეგემენ ბაგიშმა კომენტარი გაუკეთა ტელეკომპანია Kahal24-ის ეთერში გაზეთ Yeni Safak-ის პუბლიკაციას „კოდური სახელწოდება - „სტამბულის აჯანყება“.

„სრული სერიოზულობით განიხილება ასეთი ვარიანტი: როგორ უნდა მოიქცეს აშშ, თუ ამ მოვლენათა მიმდინარეობისას თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე თავდასხმა განხორციელდება და ამით პრივილეგირებული ტერორისტული ორგანიზაცია ისარგებლებს?“ - იკითხა ბაგიშმა. „ამ ყველაფრის მიღმა აშშ-ში გავლენიანი ებრაული დაჯგუფება American Enterprise Institute დგას“, - დარწმუნებულია მინისტრი.