უცხოეთი
რუსეთმა და აშშ-მა დიალოგისთვის ახალი ფორმატი გამონახეს
1-ros-usaსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული G8-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც დაგეგმილზე ორჯერ უფრო დიდხანს გაგრძელდა, ორმხრივი ურთიერთობის განვითარებასა და საერთაშორისო პრობლემატიკაზე რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს: გააფართოვონ დიალოგი რუსეთის პრემიერსა და ამერიკის ვიცე-პრემიერს შორის, გამოიყენონ პირდაპირი კავშირის ხაზი სასწრაფო შეტყობინებების გასაცვლელად კიბერუსაფრთხოების სფეროში, გამართონ ორმხრივი სამიტი 3-4 სექტემბერს მოსკოვში და, ასევე, გაააქტიურონ მშვიდობიანი მოლაპარაკებები სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად. ამის შესახებ “რია-ნოვოსტი“ იუწყება.