საზოგადოება
რუსეთი კადიევის ექსტრადირებას ითხოვს

1-kadiev-ramazსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მცდე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი მი­კაელ კა­დი­­ვის ექ­ს­ტ­რა­დი­რე­ბის მოთხოვ­ნას გა­უგ­ზავ­ნის, რომელიც რუსეთში მკვლელობის ბრალდებით იძებნება. თუმ­ცა, სა­ვა­რა­­დოდ, სამ­შობ­ლო­ში კა­დი­­ვი მას შემ­დეგ მოხ­­დე­ბა, რაც თბი­ლის­ში მო­იხ­დის სას­ჯელს,“ - წერს „კო­მერ­სან­ტი“.

იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენახვისთვის ბრალდებული მიკაილ კადიევის ძმა რამაზ კადიევი და მისი ნათესავი, რომლებმაც გუშინ „ფრონტნიუსის“ კლუბში პრესკონფერენცია გამართეს, აცხადებენ, რომ კადიევი ბრალს არ აღიარებს და ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს.

რამაზ კადიევის თქმით, მიკაილ კადიევს რამდენიმე დღის წინ ციხეში სტუმრობდა სამი უცნობი პირი, რომლებმაც მას ბრალის აღიარების სანაცვლოდ ჯერ ომაროვის, 6 თვის შემდეგ კი მისი გათავისუფლება შესთავაზეს.

გუშინვე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელსაც მიაჩნია, რომ  საქართველოს მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მიკაელ კადიევის ექსტრადიცია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი".

როგორც „ფრონტნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ირმა ინასარიძემ აცნობა, 13 ივნისს ტერაქტის მზადების ბრალდებით დაკავებული მიკაილ კადიევი, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.