გოგა ხაჩიძე: "ბ-ნო ირაკლი, ჩვენებას რომ დაამთავრებთ, ჯიჰადის კლიპების დამამზადებელ-შემკვეთზეც გვითხარით რამე!"
საქართველო, 18 ივნისი,
საქინფორმი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი
გოგა ხაჩიძე სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილი მასალების თემას
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„განადგურების მაგივრად, ღარიბაშვილის უწყებამ სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერები ე.წ. სამალავში "აღმოაჩინა" და აპირებს დიპლომატებს აჩვენოს.
ბ-ნო ირაკლი, ჩვენებას რომ დაამთავრებთ, ჯიჰადის კლიპების დამამზადებელ-შემკვეთზეც გვითხარით რამე...“, - წერს ხაჩიძე.
შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილ მასალას ხვალ დიპკორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. სამართალდამცავთა ინფორმაციით, სამალავებში, იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პირთა შესახებ მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინეს.