პოლიტიკა
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. როგორც „პირველი რადიო“ იუწყება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას იწყებს. „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ ზურაბ ჩეკურიშვილის შეხვედრა ქართული მხარის ინიციტივით შედგება. პირველ ეტაპზე მხარეები რუსეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის საკითხებს განიხილავენ. თბილისმა მოსკოვს ასევე მოსთხოვა საქონლის ხორცისა და ქათმის პროდუქტების ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატები, რომელთა ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში განხორციელდება.