აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გუშინ ბრიუსელში, სადაც იგი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოდიოდა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, საგარეო კურსისა და დაკავებული მაღალჩინოსნების შესახებ კითხვებს უსვამდნენ. დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების ფაქტზე გაამახვილეს.
„თუ თქვენ აპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერს, ამით ართმევთ ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას. თუ არ შეიცვლება შერჩევითი სამართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმება გაქრება“, - განუცხადეს უსუფაშვილს ევროპარლამენტარებმა. ევროპარლამენტის წევრ კშიშტოფ ლიზეკის იმ განცხადების პასუხად, რომლის თანახმად "უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ციხეში უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს", უსუფაშვილმა განაცხადა: