სამართალი
შსს-მ „პრივატ ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა

1-tao-mtსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „პრივატ ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, 1993 წელს დაბადებული პაატა კ. დააკავეს.

დაკავებული 10 ივნისს, დღის 12:30 საათზე, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „პრივატ ბანკში“ თანამშრომელს იარაღით თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. ბანკის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც პაატა კ-მ ბანკიდან ფულის წაღება ვეღარ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული პირი თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს (იხ. ვიდეო). დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

1-tao-1 1-tao-2