უცხოეთი
სპეცსამსახურები მედვედევს უთვალთვალებდნენ

1-zarubeJ-3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ბრიტანული სპეცსამსახურები აქტიურად უთვალთვალებდნენ 2009 წლის აპრილში ლონდონში გამართული „დიდი ოციანის“ სამიტისა და ასევე, იმავე წლის სექტემბერში გამართული G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს.

გაზეთ The Guardian-ის ცნობით, რომელსაც ხელში ჩაუვარდა საიდუმლო დოკუმენტები, „დაზარალებულთა“ რიცხვში დიმიტრი მედვედევიც აღმოჩნდა, რომელსაც იმჟამად რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

შპიონაჟის შესახებ გამოცემამ ცსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენისგან შეიტყო, რომელიც უწინ იტყობინებოდა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს ხელი მიუწვდებოდათ უდიდესი ამერიკული IT კომპანიების - Google, Microsoft, Apple და სხვ. მომხმარებელთა პირად მონაცემებზე.

როგორც გაირკვა, აღნიშნული ოპერაცია დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მიერ იყო სანქცირებული.