უცხოეთი
მილიარდერ რობერტ კრაფტის კლუბმა ბეჭდის შესახებ განცხადებას ხუმრობა უწოდა

1-zarubeJ-1საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. როგორც საფეხბურთო კლუბ New England patriots-ის წარმომადგენელმა განაცხადა, გუნდის მფლობელის მონათხრობი ანეკდოტური ამბავია, რომლის მოყოლაც ბიზნესმენს უყვარს. ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საიტზეა ნათქვამი.

„ეს სახალისო, ანეკდოტური ისტორიაა, რომლის მოყოლაც რობერტს უყვარს. მოსწონს, რომ ეს ბეჭედი ახლა კრემლშია და როგორც ჯერ კიდევ 2005 წელს ამბობდა, იგი უწინდებურად პატივს სცემს რუსეთს და პუტინის პრეზიდენტობით აღფრთოვანებულია“, - აღნიშნა News England Patriots-ის წარმომადგენელმა.

15 ივნისს მილიარდერმა რობერტ კრაფტმა განაცხადა, რომ ბეჭედი Super Blowl, რომელიც თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსახსოვრა 2005 წელს, საჩუქარი არ იყო და ამიტომ მისი დაბრუნება სურდა. ამ სკანდალური განცხადების პასუხად პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა თავისი ფულით უყიდოს ბიზნესმენს ბეჭედი, თუ „ეს ჯენტლმენი დანაკარგის გამო ასეთ მტანჯველ ტკივილს განიცდის“.

2005 წელს ამერიკელ ბიზნესმენთა ჯგუფი სანკტ-პეტერბურგში ვიზიტით იმყოფებოდა, რფ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა ვიზიტის გეგმაში შედიოდა. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, ამერიკელი მეწარმეები რუსეთის ეკონომიკაში სახსრების დაბანდებაზე დაეყოლიებინა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ რობერტ კრაფტმა მართლაც უსახსოვრა რფ-ის პრეზიდენტს ბეჭედი. კრემლში აცხადებდნენ, რომ პუტინმა საჩუქარი კრემლის ბიბლიოთეკას მიაბარა, როგორც ექსპონატი, რომელსაც არც მხატვრული და არც მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა.

რუსეთში ვიზიტის შემდეგ კრაფტმა გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს-რელიზი, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მისი ბეჭედი „გაუგებრობის ნიადაგზე“ აიღო და მანაც გადაწყვიტა, სპორტული ნადავლი რუსეთში რუსი ხალხისა და მისი ხელმძღვანელის პატივისცემის სიმბოლოდ დაეტოვებინა.