საზოგადოება
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველია. „კონსულტანტი ვარ უბრალოდ, PR-ის დარგში", - განაცხადა ლაზაშვილმა.
ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პროგრამა “კურიერის“ წამყვანი იყო. 2006 წელს მან კოლეგებთან ერთად არხი პროტესტის ნიშნად დატოვა, 2012 წლიდან კი ტელევიზიას დაუბრუნდა, კერძოდ, "მეცხრე არხის" ეთერში გამოჩნდა, საიდანაც 2012 წლის ოქტომბერში წავიდა.