სამართალი
სიმფეროპოლში დაკავებული არიან 48 წლის თამაზ ბარკალაია, იგივე კოტომა და 42 წლის პაატა ჩხარტიშვილი, იგივე პრინცი. დაკავებულები ავტომანაქანა Infiniti FX-35-ით გადაადგილდებოდნენ. ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 100 გრამი ჰეროინი, ცეცხლსასროლი იარაღი, ბეისბოლის ჯოხი და დანა იპოვეს. დაკავებულები პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდნენ, თუმცა ახლა მათზე სისხლის სამართლის ახალი საქმეები აღიძრა. „პრინცის“ და „კოტომას“ დაკავებიდან მოკლე ხანში უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიდევ ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - 48 წლის ჩირო შონია და 56 წლის ვლადიმერ ჯიბლაძე, იგივე მამულო დააკავეს და ქვეყნიდან იმავე დღეს გააძევეს.