სამართალი
მერაბიშვილი შიმშილობს

1-vaniსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა აცნობა.

“კანონი პატიმრობის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს ამას; ასევე, ჩვენ მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემდა, განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი, და შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა ყველაზე მკაცრ ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო ტელევიზორის მოთხოვნით”, – აღნიშნა ჩივიაშვილმა.