საზოგადოება
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობას.