საქართველოს კნუტ ვოლებეკი ეწვევა
საქართველო, 17 ივნისი,
საქინფორმი. 19-21 ივნისს საქართველოს უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი
კნუტ ვოლებეკი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ზალკალიანმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზალკალიანის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეუთოს უმაღლესი კომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტ სააკაშვილს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს. კნუტ ვოლებეკი შეხვდება აგრეთვე უშიშროების საბჭოს მდივანს, სახალხო დამცველსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.