ლევან ყიფიანი: „აუცილებლად უნდა მივიღოთ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა“
საქართველო, 17 ივნისი,
საქინფორმი. საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა
ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ბოიკოტებზე უარის თქმა სპორტის პოლიტიკისგან განცალკევების მცდელობაა.
“ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ეს ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოლო სესიაზე დაადასტურა... სპორტულმა საზოგადოებამ უარი თქვა ბოიკოტებზე, დიდი ხნის წინ. ეს არის მცდელობა, რომ სპორტი განცალკევდეს პოლიტიკისგან. ამიტომ მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დარეგულირებას უნდა შევეცადოთ სპორტით და კულტურით. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა”, – აღნიშნა ყიფიანმა.