აქტუალური
თავის Facebook-ის გვერდზე ბრეგაძე, კერძოდ, წერს: „სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო უწყება და დიპლომატიური კორპუსი ძირითადად ორი ტიპის ხალხით არის დაკომპლექტებული.
ერთი ნაწილია უცოდინარი და ნაცნობობით სამუშაოზე მიღებული ხალხი, რომლებიც უცხოეთში ე.წ. "პაეზდკებით" და ცხოვრებით ტკბობითაა დაკავებული...
მეორე ნაწილი კი გახლავთ ნაციონალთა ჯაშუშები, ჩატოვებული და შეგზავნილი ხალხი, რომლებიც დღესაც ნაციონალების თამაშს თამაშობენ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ივანიშვილმა ყურადღება მიაქციოს თავისი პოლიტიკური პარტნიორების უცხოურ ვიზიტებსაც, რადგან სარწმუნო წყაროებიდან და უცხოელი პოლიტიკოსებიდან ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონ ივანიშვილზე არც მისივე ზოგიერთი პარტნიორი საუბრობს დადებითს უცხოეთში შეხვედრებისას.
ამის ნათელი დადასტურებაა თედო ჯაფარიძის ამერიკაში ვიზიტი, როდესაც მისმა თანმხლებმა პოლიტიკოსებმა ბატონ ჯაფარიძის თანდასწრებით დადებითად ისაუბრეს ახალი ხელისუფლების ლიდერზე, ხოლო ერთი ერთზე შეხვედრებისას ამერიკელი კონგრესმენები გააოცეს პრემიერის კრიტიკით“.