პოლიტიკა
პიტერ სემნების ვიზიტი დასრულდა

semnebiროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი პიტერ სემნები ქვეყნიდან გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა. ამით მისი ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტისას სემნებიმ შეხვედრები გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს შევხვდი - საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში და პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციონერებს. ვილაპარაკეთ კონფლიქტების მოგვარების გზებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, განვიხილეთ საქართველოს ურთიერთობა მის მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. ასევე ვიმსჯელეთ პოლიტიკურ რეფორმებზე, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე, რაც მომავალ არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიპლომატმა გამგზავრების წინ.