რედაქტორისგან
დოქტორ სტოლეტოვის რეცეპტები: “როგორ გავაერთიანოთ საქართველო ისე, რომ არავის ვაწყენინოთ“

1-stoletov-mt№1
საქართველოს ახალი პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს (თუ ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო მოდელი უკვე დამტკიცებულია). საქართველოს ახალი პრეზიდენტის სახელი არ უნდა ასოცირდებოდეს გადატრიალებებთან, რევოლუციებთან და ომებთან, ის უნდა სარგებლობდეს ავტორიტეტით ქართველ საზოგადოებაში, მასზე დადებითი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზებს და ოსებს, მას უნდა იცნობდნენ რუსეთში.
საქართველოს ახალი პრეზიდენტი უნდა გამოირჩეოდეს კომუნიკაბელურობით, დიპლომატიურობით, ინტელექტით და ჭეშმარიტი პატრიოტიზმით, ყველა მხარისათვის მისაღები და პატივსაცემი ფიგურა უნდა იყოს.

№2
უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იქნეს აყვანილი მუდმივი ურთიერთობა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან. საქართველოს ახალ პრეზიდენტს დაევალოს ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფლიქტების მოგვარება, მაქსიმუმ ერთ წელიწადში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.

№3
ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი, რომელზეც დასმული იქნება ერთადერთი შეკითხვა: „გსურთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს?“ (სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 5 იანვარს რეფერენდუმი კი არა, პლებისციტი ჩაატარა, ანუ – ჩვეულებრივი გამოკითხვა, ეგზიტპოლი, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პლებისციტიც კი არ ჩაუტარებიათ, თუმცა გამუდმებით ხაზს უსვამდნენ, რომ ეს – საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო აფხაზები და ოსები – საქართველოს მოქალაქეები არიან).

№4
ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრების მიზანშეწონილობაზე (თუ რეფერენდუმის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში მისი გაწევრების წინააღმდეგია).
საქართველოს გაერთიანებამ რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს გაერთიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულითსაქართველო + რუსეთი = საქართველო + აფხაზეთი + სამხრეთ ოსეთი“, ქვეყანას სტაბილურობა და ინვესტიციები მოუტანოს.

№5
ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ავღანეთში, მისია ISAF-ში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მონაწილეობის სხვა ფორმატზე, მაგალითად - საქართველოს, რუსეთის და ამერიკის სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლობაზე კავკასიის რეგიონში.

№6
გაუქმდესოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონი (რის გარეშეც სავიზო რეჟიმის სრული გაუქმება შეუძლებელია), თავისუფლების ქარტია“, “პატრიოტის აქტი“, ჩერქეზების, ჩეჩნების, ინგუშების გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტის დადგენილება და კანონქვემდებარე ნორმატიული-სამართლებრივი აქტები.

№7
დაიხუროს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მონუმენტი.

№8
ხელმოწერილი იქნეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე
(რის გარეშეც შეუძლებელია დევნილების დაბრუნება თავიანთ სახლებში - აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში).

№9
დიპლომატიური უნარ-ჩვევების და ელემენტარული სათანადო ცოდნის არქონის გამო დაუყოვნებლივ გადაყენდეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მაია ფანჯიკიძე (სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ამ პოსტზე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს დანიშნავს, რომლის დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნა სწორედ ამ მიზეზით შეაჩერეს);

№10
აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ტელეკომპანია “ПИК“-ის საქმიანობა.
სამართალდამცველმა სტრუქტურებმა სასწრაფოდ გამოიძიონ ოლეგ პანფილოვის, მისი მფარველების, შემკვეთებისა და ხელქვეითების ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებთან მათი სავარაუდო კავშირები და გამოძიების შედეგები ფართო საზოგადოებას გააცნონ.
თავის Facebook-გვერდზე პანფილოვი  წერს, რომ სანამ ფანჯიკიძე ივანიშვილს აშშ-ის კონგრესის განცხადებაზე მოუყვება, ჯერ რუკაზე ქვეყანას აჩვენებს, მერე დოლარს, და მხოლოდ ამის შემდეგ უხსნის პრობლემის არსს. აუცილებლად გასარკვევია, ვისგან აქვს „ურნალისტ“ ლეგ ანფილოვს (შემოკლებით „ჟოპ“, მეტსახელით “PORN FEEL OFF") ასეთი ინფორმაცია? თვით მაია ფანჯიკიძისგან ხომ არა?!

დოქტორი სტოლეტოვი - საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 17 ივნისი,
თბილისი

(გაგრძელება იქნება)

1-stoletov--axali