უცხოეთი
ალექსეი პუშკოვი: აშშ-მა ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მონაცემები გააყალბა

1-asadსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი ირწმუნება, რომ აშშ-მა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააყალბა.

„ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე მონაცემების ფაბრიკაცია მოხდა იქ, სადაც იშვა სიცრუე, რომ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა“, - დაწერა პარლამენარტმა თავის მიკრობლოგზე.

უწინ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის დასკვნით, სირიის ხელისუფლებამ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონმა გადაწყვიტა, თავის უწინდელ პოზიციას გადახედოს და სირიის ოპოზიციურ ძალებს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.