აქტუალური
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი გელა პეტრიაშვილი გახდა. მთავარი პროკურორის განცხადებით, იგი იყო მოსამართლის თანაშემწე და, ასევე, საოლქო სასამართლოს აპარატის უფროსი. „2012 წლის დეკემბერში დაბრუნდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სადაც ციხეებთან დაკავშირებულ საქმეებს საპროკურორო ზედამხედველობას უწევდა“, - აღნიშნა კბილაშვილმა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორი დავით ნაღებაშვილი გახდა, რომელიც, კბილაშვილის თქმით, პროკურატურის სისტემაში 2001 წლიდან მუშაობს. ძველი თბილისის რაიონულ პროკურორად დანიშნულმა გიორგი მიქაიამ კი, როგორც კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურის სისტემაში სტაჟიორად 2002 წელს დაიწყო მუშაობა. მთავარი პროკურორის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე არ შეცვლილა.