პოლიტიკა
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შესაძლოა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება მიეცეს. შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".