პუბლიკაციები
საქინფორმი: “საქართველო რუსეთთან ურთიერთობის სააკაშვილამდელ დონეზე უნდა გავიდეს - მალე მაია ფანჯიკიძის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრად თედო ჯაფარიძე დაინიშნება“

1-gruzia-polit-1საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინის 2013 წლის 11 ივნისის ინტერვიუმ “Russia Today“-ს დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მოგვარების და რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობისთვის:

1. რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების - ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით;

2. საქართველოს მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება;

3. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისთვის ხელის შეწყობა - ქართული ღვინის, კონიაკის, მინერალური წყლების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და საქართველოს სხვადასხვა სტრატეგიულ დარგში - ენერგეტიკაში, სამთო მოპოვებაში, მრეწველობაში უკვე განხორციელებული რუსული ინვესტიციების განვითარება;

4. ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გააქტიურების ხელშეწყობა - მსახიობების, შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლები და ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფების, ჟურნალისტების მიერ სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით საქართველომ საპასუხო ნაბიჯი უნდა გადადგას და, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სააკაშვილამდელ დონეზე უნდა გავიდეს, რაც ნიშნავს:

1. რფ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის გადაყენებას იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს ელემენტარული დიპლომატიური უნარ-ჩვევები და ცოდნა არ გააჩნია (ჩვენი პროგნოზით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამას უახლოეს ხანებში გააკეთებს და ამ პოსტზე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს დანიშნავს, რომლის დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნა სწორედ ამ მიზეზით შეაჩერეს);

2. გაუქმებას “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის (რის გარეშეც სავიზო რეჟიმის სრული გაუქმება შეუძლებელია), “თავისუფლების ქარტიის“ და “პატრიოტის აქტის“ ;

3. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას;

4. ჩერქეზების, ჩეჩნების, ინგუშების და სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტის დადგენილების და სხვა აქტების დენონსირებას, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვას და ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მონუმენტის დემონტაჟს;

5. საქართველოს ტერიტორიაზე ტელეკომპანია “ПИК“-ის საქმიანობის აკრძალვას, ოლეგ პანფილოვის და მისი ხელქვეითების ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის და ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებთან მათი კავშირების გამოძიებას.

იხილეთ აგრეთვე:

ვ.ვ. პუტინისა და ბ.გ. ივანიშვილის სატელეფონო საუბარი