შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ხუთი პირი დააკავა
საქართველო, 14 ივნისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული
იმედა ა., 1959 წელს დაბადებული
ირაკლი კ., 1979 წელს დაბადებული
ალექსანდრე მ., 1974 წელს დაბადებული
რუსლან ჩ. და 1972 წელს დაბადებული
ლევან კ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს
(იხ.ვიდეო).
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდული წილების მისაღებად აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ყველა მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით).