საზოგადოება
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი.
„ქართულ თეატრსა და კინოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გამოაკლდა – გარდაიცვალა გიგა ლორთქიფანიძე. მწუხარებას გამოვთქვამ, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.
როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტმა, გიგა ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც – იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი რეჟისორის გარდაცვალებას.
ბიძინა ივანიშვილი“