უცხოეთი
ესპანეთში ველური ცხენების მოთვინიერების ფესტივალი ჩატარდა

1-dikiiსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ესპანეთის გალისიაში ყოველწლიური ფესტივალი Rapa Das Bestas  გაიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში სამი მუსტანგერი ასობით ველური ცხენის დაჭერითა და დადაღვით იყო დაკავებული.

ამ ფესტივალის ისტორია 400 წელზე მეტს ითვლის. 25 ათასი კაცი ყოველწლიურად ჩადის ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ საოცარი, თუმცა სასტიკი შოუს სანახავად. ცხოველთა მოთვინიერება იმგვარად ხდება, რომ არც ერთი ცხოველი არ დაშავდეს და დაიღუპოს.