უცხოეთი
შვედეთის პრინცესა ამერიკელ ფინანსისტს მისთხოვდა

1-princessსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შვედეთის მეფე კარლ მე-16 გუსტავისა და დედოფალ სილვიას ქალიშვილის, პრინცესა მადლენისა და ამერიკელი ფინანსისტის კრისტოფერ ო’ნილის ქორწილი სტოკჰოლმში გაიმართა.

ცერემონია სლოტსჩიურკის უძველეს ეკლესიაში გაიმართა, რომელიც სტოკჰოლმში, სამეფო სასახლეში მდებარეობს. სტუმართა რიცხვმა 500 კაცი შეადგინა, რომელთა შორის წყვილის მეგობრები, ნათესავები და ახლობლები, ევროპის ქვეყნების სამეფო კართა წევრები, ასევე შვედეთის პარლამენტის, მთავრობისა და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები იყვნენ.