სამართალი
პატიმარ ვანო მერაბიშვილის განცხადება
1-vanichkaსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე დღეს სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვაღიარებდი რა მაღალი თანამდებობის პირების თმენის ვალდებულებას, პასუხს არ ვცემდი ჩემი მისამართით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და ცილისწამებებს, მათ შორის არ ვახდენდი სამართლებრივ რეაგირებას. დღეს მზად ვარ პასუხი გავცე მსგავს განცხადებებს და დავიწყო სამართლებრივი რეაგირება.
მინდა ვთხოვო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მსგავსი ინფორმაციის მიღებისას გადაამოწმონ ეს ინფორმაცია ან როგორც მინიმუმ, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად მომცენ ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. იმის გამო, რომ მე არ მაქვს კომუნიკაციის საშუალება, გთხოვთ ჩემი ადვოკატების საშუალებით მოახდინოთ ჩემთან კომუნიკაცია.
...ხელისუფლებამ უამრავი ბრალი წამიყენა. ყველა მათგანი არის პოლიტიკური და ძირითადად სამსახურებრივი დანაშაულებებით კვალიფიცირდება. ამ ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა ჩემთვის კორუფციული ან ქონებრივი ბრალის წამოყენება. ამის გამო ხელისუფლება ახალისებს ჩემი მისამართით ცილისწამებების გავრცელებას ანონიმურ ან გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით, რასაც ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის ნაწილად განვიხილავ“,
- ნათქვამია „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებაში.