საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: „ ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტი-ჩიორამ?“
zaza-papuaSvსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. განათლების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს ზაზა პაპუაშვილსა და  ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამისი მიზეზი ის გახდა, რომ  სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილის ხმა მიკროფონში არ ისმოდა, რაზეც ჩიორა თაქთაქიშვილმა შენიშნა: "მიკროფონი ჩართეთ". ზაზა პაპუაშვილმა კი მიუგო: "თქვენ იცით, რას გეტყვით, კორექტული იყავით რა, მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ. მიკროფონს ჩავრთავ თუ სხვა რამეს ვიზამ, სხვამ მომცეს ამაზე მინიშნება. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიკროფონთან დაკავშირებით ნუ მომმართავს". მას შემდეგ კი, რაც თაქთაქიშვილი პაპუაშვილს შეეპასუხა და სთხოვა, რომ  მისთვის "შენობით" არ მიემართა, ზაზა პაპუაშვილმა უპასუხა: "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე". 
"გაჩერდით რა, თქვენი ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს. ნუ მოაბეზრეთ და ნუ შეაძულეთ ხალხს თავი. ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტი-ჩიორამ?",
- განაცხადა პაპუაშვილმა.