აქტუალური
უკანონო ფარული ჩანაწერების მფლობელები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან?

tvaltvaliსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო კომიტეტები შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ. საქმე ეხება უკანონო თვალთვალსა და მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვით ჩანაწერების მფლობელებს გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებენ.

ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ ის პირები, რომლებსაც უკანონოდ ჩაუვარდათ ხელში ფარული ჩანაწერები, ითანამშრომლებენ შსს-თან და დააბრუნებენ ამ ფარულ ჩანაწერებს, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუმცა პირები, რომლებიც აწარმოებდნენ ფარულ ჩაწერას, კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

„ეს იქნება ძალიან კარგი საკანონმდებლო გზა იმისათვის, რათა გამოირიცხოს ეჭვი, რომელიც არსებობს, რომ არქივის განადგურების შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანთან ფარული ჩანაწერი. ამ ეჭვის და საფრთხის გამოსარიცხად ვაძლევთ  შესაძლებლობას მოქალაქეებს ან ყოფილ საჯარო პირებს, რომ მათ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დააბრუნონ, ჩააბარონ ის უკანონო მასალა, რომელიც მათ ხელში არსებობს, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.