კარასინი: „სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია“
საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. მოსკოვი მზადაა, თბილისთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდეს, თუმცა ვიზების სრულად გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ რფ-ის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე
გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„დიალოგი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გრძელდება და იმ ადამიანთა რიცხვის გაზრდაზე ვფიქრობთ, რომლებიც ვიზებს მიწვევით იღებენ. თუმცა იმ პირობებში, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა მან. კარასინის განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მოსკოვი და თბილისი გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს თვეებში შეძლებენ.