პარლამენტმა გაეროსა და ნატოში ახალი ელჩები დაამტკიცა
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. გაეროში და ნატოში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. პარლამენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის, ნატოში კი - ლევან დოლიძის კანდიდატურები დაამტკიცა.
ლევან დოლიძის კანდიდატურას 115-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კახა იმნაძის დანიშვნის წინააღმდეგ კი ხმა 18-მა დეპუტატმა მისცა.