უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აშშ-ის იმპერიული ზრახვების შესახებ

prez-rfსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ აშშ შეძლებს იმ იმპერიული ზრახვებისგან გათავისუფლებას, რომლებითაც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკაში. ტელეარხ „Russia Today“-ზე გამოსვლისას პრეზიდენტმა შენიშნა, რომ ამერიკულ თვითმყოფადობას საფუძვლად - ინდივიდუალიზმი, ხოლო რუსულს - კოლექტივიზმი უდევს. ამასთან, მან კვლავ გაკიცხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისათვის.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ ერთხანს ერთპიროვნულ ლიდერად გადაიქცა. თუმცა, ეს მათთვის გარკვეული ხაფანგია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შტატებმა თავი იმპერიად წარმოიდგინეს“, - განაცხადა პუტინმა.

„აშშ-ის დღევანდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ დღევანდელობის ძირითად პრობლემებს მარტო ვერ გადაჭრის, თუმცა, ჯერ ერთი, ძალიან უნდა, და მეორეც, შეუძლებელია მოქმედება იმპერიული მეთოდების გარეშე, ძალიან რთულია შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინვე სისუსტეში დაგადანაშაულებენ“, - აღნიშნა პუტინმა.