სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

daakaves-samart-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  სამხარეო მთავარი სამმართველოს და წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნილი საბა . დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 29 იანვარს წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ გიორგი ჯიმშელეიშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული კი მიიმალა.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საბა . ძებნილად გამოაცხადეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მას 9 წლითა და 9 თვით თვისუფლების აღკვეთა იმავე წელს დაუსწრებლად მიესაჯა.

სამართალდამცველებმა ძებნილი მიმდინარე წლის 9 ივნისს ხაშურის რაიონის სოფელ გომში დააკავეს. საბა კ. ამ დროისთვის ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია გადაყვანილი.