პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი...”

analitika-CaCia-a1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს მესამე, დასკვნით ნაწილს.

- ბატონო ალექსანდრე, საზოგადოებრიობის ლიბერალური, პროდასავლური ნაწილი გვარწმუნებს, რომ ეკლესიის ჩარევა საჯარო ცხოვრებაში, და საერთოდ, ტრადიციული საზოგადოებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირება _ ეს არქაიკაა, ანაქრონიზმია, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და ზღუდავს მის თავისუფლებებს.

- მორალია ანაქრონიზმი? ადამიანური მორალი იწყება იქ, სადაც ყალიბდება აკრძალვები. მორალი არის პრაქტიკულად აკრძალვათა სისტემა. ადამიანი ათასწლეულების წინ მიხვდა, რომ იგი ვერ შექმნის საზოგადოებას, ტომს, ერს, ანუ ვერ გადარჩება, თუ არ შეზღუდავს თავისუფლებას. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე არის გზა პირუტყვობისკენ. ჯერ კიდევ  ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში პლატონი ამბობდა, რომ აბსოლუტური თავისუფლებისგან ყოველთვის წარმოიშობა უდიდესი და უსასტიკესი მონობა.

 

იცით, როგორ გეგმავდა ჰიტლერი დაპყრობილი ერების მორჩილებაში ყოლას, მათი გამრავლებისა და გონებრივი განვითარების არდაშვებას? ხალხის უმრავლესობას კინოფილმების გავლენით შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი აპირებდა მკაცრი დისციპლინის დამყარებას, ერების მუდმივ შიშში ყოლას, მათთვის ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას...

მაგრამ იყო აბსოლუტურად პირიქით! ჰიტლერი საჭიროდ თვლიდა დაპყრობილი ერებისთვის ინდივიდუალური თავისუფლებების მაქსიმუმის მინიჭებას, მათზე სახელმწიფო კონტროლის ყოველგვარი ფორმის გაუქმებას და სწორედ ამ გზით იმის მიღწევას, რომ ეს ერები ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდებოდნენ. მე სიტყვა-სიტყვით მოგიყვანთ ჰიტლერის ფრაზას: რაც უფრო პრიმიტიულია ხალხი, მით უფრო მეტად აღიქვამს თავისუფლების შეზღუდვას, როგორც ძალადობას მის მიმართ. იგი თვლიდა, რომ ამ ერებს უნდა მინიჭებოდა სრული სექსუალური თავისუფლება, ნებადართული ყოფილიყო ყველანაირი რელიგიური სექტა, სახელმწიფომ არ უნდა დააძალოს სწავლა,

მკურნალობა, ყველანაირად უნდა წაახალისოს უდარდელი ცხოვრებისკენ, რისთვისაც ყველა ქალაქსა და სოფელში უნდა დაეყენებინათ რეპროდუქტორები, რომლებიდანაც დღე და ღამე ისმის მხიარული მუსიკა. ცხოვრების მთავარი სტიმული ამ ერებისთვის უნდა ყოფილიყო სამრეწველო პროდუქციის შეძენა, მაგრამ ამ ერებს გერმანელებისგან ცალკე უნდა ეცხოვრათ. გერმანელები უნდა ყოფილიყვნენ ვალდებულნი, დაეცვათ მკაცრი მორალური ნორმები, ეროვნული ტრადიციები, განევითარებინათ ეროვნული კულტურა, ბეჯითად ესწავლათ, დაუფლებოდნენ მაღალტექნოლოგიურ პროფესიებს, ხოლი სახელმწიფო ვალდებულია უმკურნალოს ყველა გერმანელს, შეუქმნას მას ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო  პირობები, არ დაუშვას რელიგიური სექტების ჩამოყალიბება. დისციპლინა და ვალდებულებები _ მხოლოდ გერმანელებისთვის, ყველა დანარჩენს _ სრული თავისუფლება.

როგორც ხედავთ, ალენ დალესი საბჭოთა კავშირის დაშლის თავისი ცნობილი დოქტრინით, უბრალოდ, ჰიტლერის მოსწავლეა. ახლა კი შეადარეთ ის თავისუფლებები, რომლებიც ჰიტლერს უნდოდა, ჩვენთვის მოენიჭებინა ჩვენივე დეგრადაციისთვის, იმ თავისუფლებებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოების ლიბერალური ნაწილი და მათი დასავლური კურატორები ითხოვენ. ერთი და იგივე არ არის?

საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირების პროცესში თავისუფლების ცნება ყველაზე გამოყენებადია. 20 წელია, ჩვენი მმართველები გვარწმუნებენ, რომ გვიბოძეს თავისუფლება, გაგვათავისუფლეს «საბჭოთა მონობისგან», მაგრამ რაში გამოიხატება ეს თავისუფლება? თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც არჩევანის უფლება და საშუალება გააჩნია. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ასეთი საშუალება, უნდა გაგვაჩნდეს აუცილებელი – სახლი, სამსახური, ხელფასი, პენსია, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვიყენოთ არჩევანის უფლება. ღარიბი ადამიანი არ შეიძლება იყოს თავისუფალი, იგი ყველაფერზე წავა სამსახურისა და ხელფასის გამო.  გვეუბნებიან, რომ ჩვენ მივიღეთ მსოფლიოში მოგზაურობის თავისუფლება. დიახ, ეს თავისუფლებაა, როდესაც შეგიძლია შენი სიამოვნებისთვის წახვიდე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამის საშუალება მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს აქვს, ხოლო როდესაც ერის ნახევარი მიემგზავრება ლუკმაპურის საშოვნელად, ეს თავისუფლება არაა, ეს მონობაა.

ჩვენ გაგვათავისუფლეს, მაგრამ გაგვათავისუფლეს ჩვენი უფლებებისგან _ მუშაობის, საცხოვრებლის, უფასო განათლებისა და ჯანდაცვის უფლებისგან. გვეუბნებიან, რომ მოგვცეს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ამ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება იკითხოს, ისმინოს და რეაგირება მოახდინოს. შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც შეიძლებოდა ყველაფრის დაწერა, მაგრამ რა სარგებელი მოიტანა ამან, თუ ხელისუფლება წამოწეულ პრობლემაზე არანაირად არ რეაგირებდა? სარგებელი ჰქონდა მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც ამაყად აცხადებდა, რომ ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება.

ლიბერალი დასავლეთელები თავისუფლებას ეძახიან იმასაც, რომ ქვეყანაში შემოიჭრა დასავლური საქონელი, ჩვენ გავხდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და დღეს ყველა ადამიანს თითქოსდა შეუძლია შეიძინოს მისთის საჭირო ნივთი. მთელი პროპაგანდა, სატელევიზიო რეკლამა, მთელი თავსმოხვეული ცხოვრების წესი უბიძგებს ადამიანს სულ ახალი და ახალი საქონლის მოხმარებისა და შეძენისკენ. და ეს ხდება გაძარცვულ ქვეყანაში, რომელსაც ღარიბი მოსახლეობა ჰყავს! და ეს, მათი აზრით, არის თავისუფლება! ჯერ ერთი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა იმ დროს, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული ეკონომიკა და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, ნიშნავს გაანადგურო საკუთარი მეწარმე და გახდე სხვისი საქონლის მომხმარებელი. მეორე, საკუთარი მოქალაქეების ორიენტირება მოხმარებაზე, მითუმეტეს სხვისი საქონლის, ნიშნავს, ჰიტლერის რეცეპტით გადააქციო ისინი პირუტყვებად, რომელთა ცხოვრების მთელი სიხარული და აზრი დევს ახალი ნივთის შეძენაში. შეხედეთ ჩვენი ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს, რომელიც  სამომხმარებლო პროპაგანდის ქვეშ ჩამოყალიბდა. როგორი ცხოვრებისეული მიზნები აქვთ მათ? იყიდონ მობილური ტელეფონის ახალი მოდელი, შეიძინონ ახალი მოდელის კომპიუტერი, ვინც უფრო მდიდარია _ ავტომობილის ახალი მოდელი და ა. შ. ხოლო ტელერეკლამა ყოველდღე ყვირის: «გამოვიდა ახალი მოდელი!» «შეიძინეთ ახალი მოდელი!» «იყიდეთ, არ ჩამორჩეთ მოდას!». ხალხს მაიმუნებად, იდიოტებად აქცევენ, რომელთათვისაც ბედნიერება ახალი ნივთის, ახალი საქონლის შეძენაშია. მთელ მსოფლიოში ადამიანების იდიოტებად გადაქცევით საერთაშორისო კაპიტალი ისეთ ფულს შოულობს, რომელთან შედარებითაც სახსრები, რაც იდება ადგილობრივი ლიბერალების მხარდასაჭერად, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს უწევენ პროპაგანდას, - უმნიშვნელოა.

სამომხმარებლო საზოგადოების შექმნით ევროპა ჩიხში შევიდა. იმავე ჩიხშია ახლა აშშ, რომელიც ჯერჯერობით  ახერხებს არაფრით უზრუნველყოფილი დოლარით, 136 სამხედრო ბაზის მუქარითა და კოლოსალური საგარეო ვალით მთელი მსოფლიოს ექსპლუატაციას და საკუთარ ქვეყანაში მოხმარების დონის შენარჩუნებას. მაგრამ ევროპაშიც და აშშ-შიც, როდესაც ისინი აყალიბებდნენ ამ მოხმარების საზოგადოებას, გააჩნდათ შესაბამისი რესურსები. და როგორი რესურსები აქვს საქართველოს? რით შეუძლია საქართველოს დააკმაყოფილოს პროპაგანდის მიერ კულტივირებული მოთხოვნები? როგორი გაიზრდება თაობა, რომელსაც მოუწოდებენ, იცხოვრონ «როგორც ისინი», მაგრამ რომელსაც ამისთვის არავითარი რესურსი არ გააჩნია?

- შეუძლია თუ არა პატარა, სუსტ საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ დასავლური «ღირებულებების» აგრესიულ თავსმოხვევას? პატარა წინააღმდეგობაც კი ევროპული სტრუქტურების, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან აღშფოთების ტალღას იწვევს. ამიტომ საზოგადოებაში ხშირად გაისმის ხოლმე ასეთი მოსაზრება: შეიკრიბონ ეს ჰომოსექსუალები ერთად და იარონ თავიანთი პლაკატებით, ჩვენ რა?

- საქმე ისაა, რომ ქუჩებში სიარულით ეს არ დამთავრდება. როგორც კი საზოგადოება სისუსტეს გამოიჩენს, გეიმოძრაობის მხარდასაჭერად გამოიყოფა უზარმაზარი თანხები და გეიაქტივისტები მოვლენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოედებიან ტელევიზიებს, რადიოს, მასობრივი ტირაჟით გამოუშვებენ გაზეთებსა და ჟურნალებს. შემდეგ თავს მოგვახვევენ იუვენალურ იუსტიციას, რათა საბოლოოდ ჩამოაშორონ შვილები მშობლებს. 5-10 წლის შემდეგ  ვეღარ ვიცნობთ ჩვენს საზოგადოებას, იგი სხვანაირი გახდება. მაგრამ ამითაც არ დასრულდება საქმე. უზნეობას, როგორც ცნობილია, საზღვარი არ აქვს. ჰოლანდიაში, მაგალითად, უკვე შეიქმნა პედოფილთა პარტია, რომელიც ითხოვს მათი უფლებების დაკანონებას. შვეიცარიაში ინცესტი, ანუ მშობლებსა და შვილებს, ძმებსა და დებს შორის სექსუალური ურთიერთობები ოფიციალურად ნებადართულია. ასეთივე კანონები მზადდება სკანდინავიის ქვეყნებში. აშშ-ში გახსნილია სკოლები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ბავშვებისთვის. იურიდიული სფეროდან ქრება ისეთი ცნებები, როგორიც არის «მამა», «დედა», «ქმარი», «ცოლი». საფრანგეთში, მაგალითად, ამის ნაცვლად მიღებულია «მშობელიN1», «მშობელიN2», «პარტნიორები». ეს ყველაფერი ჩვენამდეც მოვა.

ერები, რომლებიც ამ «დასავლური ღირებულებების» კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ამერიკასა და ევროპაში უკვე აღარ არის საყოველთაოდ აღიარებული ინსტიტუტები, რომელთაც ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ დეგრადაციას. პროტესტანტიზმის თითქმის ყველა შტო მხარს უჭერს ამ «თავისუფლებებს» და ისინი სინამდვილეში გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტებად. ისინი ჯვარს სწერენ ჰომოსექსუალებს, ანუ მათ ქორწინებას ღვთის სახელით აკურთხებენ! მათვე დაიწყეს ბიბლიის რედაქტირება _ იმ ადგილების ამოღება, რომლებიც ჰომოსექსუალისტების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. აშშ-ში უკვე შეიქმნა ასეთი ბიბლია. კათოლიკურმა ეკლესიამაც ვერ შეძლო სახელმწიფო პროპაგანდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის წინააღმდეგობა გაეწია და იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მრევლი, ასევე მიდის გარკვეულ დათმობებზე.

ევროპული ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის – ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე  ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილებების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება.

ბევრი თანამედროვე ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი გვარწმუნებს, რომ მსოფლიოს მომავალი ჩინეთსა და ისლამს ეკუთვნის. ჩინეთი დასავლეთისგან ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეზია სახელმწიფო რეგულირებით და განსაკუთრებული მსოფლმხედველობაა, რომელიც ადამიანის სულისა და ასკეტიზმის ფილოსოფიაზეა აგებული. ისლამი რელიგიური ზნეობრივი ნორმებისა და ტრადიციული ცხოვრების წესის მკაცრი დაცვაა. ორივე შემთხვევაში საფუძვლის საფუძველი ტრადიციაა. მადლობა ღმერთს, რომ მართლმადიდებლობა, მიუხედავად ძლიერი წნეხისა, ჯერჯერობით მყარად დგას ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილების, დასაცავად. არის მონაცემები, რომ ბოლო წლებში ევროპაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამწყსოებში მრევლის რაოდენობა კათოლიკეებიდან და პროტესტანტებიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულების ხარჯზე იზრდება. ეს გასახარი ტენდენციაა.

რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში  თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას.  მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის მინიმუმ ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში არანაირი პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს. ისინი დაკავებულები არიან ლობიზმით – როგორც ოფიცილურით, ისე მექრთამეობაზე აგებულით. თავიანთ სახელმწიფოებში ქრთამის აღების ეშინიათ და იღებენ ისეთ პროვინციულ ქვეყნებში,  როგორიცაა საქართველო, სადაც ამ პარლამენტარებს, როგორც კერპებს, ისე უყურებენ. სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, უბრალოდ ცდილობს აითვისოს ის ფული, რომელიც წინა ხელისუფლებამ გადაუხადა. ივანიშვილმა მათ წერილები კი არ უნდა მისწეროს, არამედ ფული გადაუხადოს და ისინი მასაც ისევე შეაქებენ, როგორც მიშას აქებდნენ.

- გადაწყდა, რომ წლეულს, დამოუკიდებლობის დღეს არ გამართულიყო სამხედრო აღლუმი. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამით დაირღვა ტრადიცია და საკუთარი არმიისადმი უპატივცემულობა გამომჟღავნდა...

-  თანამედროვე საქართველოში სამხედრო აღლუმები სასაცილო და სამარცხვინო მოვლენაა. ჩამოყალიბებიდან დღემდე ქართული არმია დამარცხდა ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელშიც კი მონაწილეობდა, ამასთან, ყოველი დამარცხების შემდეგ იმართებოდა ბრწყინვალე აღლუმები მაღალფარდოვანი ტრაბახით. დღემდე პირად შეურაცხყოფად მიმაჩნია აღლუმი, რომელიც შევარდნაძემ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ გამართა. მისი არმია პანიკურად გამორბოდა იქიდან და უპატრონოდ ტოვებდა მოსახლეობას _ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ყველაზე წინ გენერლები გარბოდნენ... და მერე იგივე გენერლები თავიანთ მთავარსარდალთან ერთად, სადღესასწაულო მუნდირებში გამოწყობილნი,  ტრიბუნაზე იდგნენ და ამაყად იბარებდნენ გამოქცეული არმიის აღლუმს. ამ დროს კი ჭუბერის უღელტეხილზე ქალები შიმშილისგან გარდაცვლილ შვილებს მარხავდნენ.

სააკაშვილმა ეს პრაქტიკა სრულ მარაზმამდე მიიყვანა. ომში დამარცხების აღნიშვნა მან არამარტო აღლუმებით გააგრძელა, არამედ გრანდიოზული კონცერტებიც დაუმატა. სხვათა შორის, ქართულ აღლუმებს ყოველთვის აჩვენებდნენ აფხაზური და ოსური ტელევიზიები. ჩვენს არმიასა და სამხედრო აღლუმებზე იქ ათობით ანეკდოტს ყვებიან. ვფიქრობ, დროა, აღარ ვიყოთ ხალხის თვალში სასაცილონი.

ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადახედოს მისთვის თავსმოხვეულ წარმოდგენას ჩვენი არმიის როლსა და მნიშვნელობაზე. საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ მეზობელ ქვეყნებთან, ხალხებთან უთანხმოების მოგვარებას ძალისმიერი გზით ვერ შევძლებთ. ჩვენ არასოდეს გვეყოლება ისეთი არმია, რომელიც შეძლებს დაუპირისპირდეს რუსეთს, ირანს, თურქეთს. სწორედ ეს გიგანტური სახელმწიფოებია ჩვენი მეზობლები და ჩვენი მეზობელი პატარა ქვეყნების მოკავშირეები. საზოგადოების ორიენტირება «თანამედროვედ შეიარაღებული ძლიერი არმიის» აუცილებლობაზე _ ეს არის ხელისუფლებისა და მისი უცხოელი კურატორების ბლეფი და გულუბრყვილო ობივატელის მავნე ფანტაზია.

თუ ჩვენს ერსა და სახელმწიფოებრიობას შენარჩუნება უწერია, მას გადაარჩენს არა არმია, არამედ მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალიწინება, ამ ინტერესების საფუძველზე ფრთხილი საგარეოპოლიტიკური თამაში და საქართველოს გადაქცევა რეგიონში ძალთა და ინტერესთა ბალანსის მნიშვნელოვან ფაქტორად. ამიტომ გამუდმებით ვიმეორებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან,  მაღალკვალიფიციურ, ფინანსურად უზრუნვლყოფილ და აქტიურ უწყებას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს არა თავდაცვის, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ დიპლომატია და არა არმია შეიძლება გახდეს რეგიონში ჩვენი მნიშვნელობისა და უსაფრთხოების საფუძველი.

უკვე 20 წელია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს ხალხი, რომ კეთილშობილი ამერიკელები ეხმარებიან საქართველოს პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბებაში ჩვენი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. არიან ადამიანები, რომელთაც ეს სჯერათ. მაგრამ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი ხვდება, რომ ამერიკელები ჩვენს არმიას მხოლოდ იმიტომ აფინანსებენ, რომ თავისივე ინტერესებისათვის გამოიყენონ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, სადაც მათ ცოცხალი ძალა სჭირდებათ. სამხედრო ეკონომისტები ციფრების ენაზე აგიხსნიან, რამდენად ხელსაყრელია ამერიკისთვის ქართული ბატალიონის შენახვა ამერიკულთან შედარებით, რამდენად ხელსაყრელია მისთვის ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა ამერიკელის დაღუპვასთან შედარებით, რომლის ოჯახს მსგავს შემთხვევაში კოლოსალური სადაზღვევო თანხა უნდა გადაუხადოს. ამიტომ ჩვენ ჯარისკაცებს კიდევ დიდხანს მოუწევთ «ავღანელი ხალხის თავისუფლებისთვის» სისხლის დაღვრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა სადღაც ვიღაცას გამუდმებით ეომება, ავღანეთით «სხვის ომში» ჩვენი მონაწილეობა არ ამოიწურება. ხელისუფლება და სულელი ობივატელი კი ხალხს  იმას ჩასჩიჩინებენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები იქ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენი პოლიტიკოსები იმით ამაყობენ, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანია, ამერიკულის შემდეგ. მაგრამ ასე იმიტომ კი არ არის, რომ სხვა ქვეყნებს უფრო მცირერიცხოვანი ან ნაკლებადმომზადებული არმიები ჰყავთ, უბრალოდ, იმ ქვეყნების ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მათ შორის ნატოს წევრებისაც, არ სურთ ამერიკულ ავანტიურაში ჩათრევა და ისლამური სამყაროს სიძულვილისა და აგრესიის გამოწვევა. ჩვენ კი, მუსლიმანი ხალხების გარემოცვაში მყოფნი, ჯიუტად მივდივართ ამ თვითმკვლელობაზე.

- ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იმით იმართლებენ, რომ ავღანეთში წასვლას არავის აძალებენ და ჯარისკაცები იქ ნებაყოფლობით მიდიან...

- როდესაც ხელისუფლება ქვეყანაში ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს ქმნის, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდას არ შეუძლია სხვაგვარად ირჩინოს თავი, თუ არა ომებში საკუთარი სისხლი დაღვაროს, ასეთი ხელისუფლება ჩადის დანაშაულს საკუთარი ერის წინაშე.

- მსოფლიო იძირება გლობალურ დაპირისპირებაში. უკვე, ფაქტობრივად, დაწყებულია ცივილიზაციათა ომი, ერთმანეთს ეჯახებიან გლობალური ძალები. ასეთ პირობებში როგორ უნდა გადაირჩინოს თავი პატარა საქართველომ? გასაგებია, რომ არმია ამაში ვერ გვიშველის. თქვენ ახსენეთ დიპლომატია, აწონ-დაწონილი ჭკვიანური საგარეო პოლიტიკა, ეს საკმარისია?

- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს შეხედულებებს   საქართველოს როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში. შევარდნაძემ და სააკაშვილმა გარეშე ძალთა მითითებით საქართველოს თავს მოახვიეს «პრობლემური ქვეყნის», «მინავლული ცხელი წერტილის» როლი. რუსეთთან დაპირისპირების სპეკულირებით, რეგიონში საკუთარი რეჟიმის დასავლური დემოკრატიის ფორპოსტად წარმოჩენის სანაცვლოდ ისინი დასავლეთისგან კრედიტებს, სუბსიდიებს, გრანტებს ღებულობდნენ, პარალელურად კი ეროვნულ სიმდიდრეს ყიდდნენ, მიწის ჩათვლით. მიღებული ფული ჩაიჯიბეს, მხოლოდ ნაწილი მოახმარეს ხალხის ღატაკური ყოფის უზრუნველყოფას. ეს ხარჯები კიდევ უფრო რომ შეემცირებინათ, ყოველნაირად ხდებოდა იმ სოციალური პროცესების წახალისება, რომლებიც ხელს უწყობდა ემიგრაციას, შობადობის შემცირებას, მოსახლეობის სიკვდილიანობას. პოლიტიკური ელიტისა და მასთან დაახლოებული ბიზნესისთვის მჩაგვრელი «დემოკრატიის კუნძულის» როლი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ ქვეყანასა და ხალხს ეს როლი დაღუპვას უქადის.

მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად ერგო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობის, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის მენტალობის გამო. საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების _ მართლმადიდებლობის, კათოლიკობის, გრიგორიანობისა და ისლამის ძირითადი განშტოებების -  სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილას.

აქვე ისტორიულად არსებობს იუდაიზმი, ასევე ქურთების, იეზიდების, ასირიელებისა და მთელი რიგი ხალხების რელიგიები. და მიუხედავად ამისა, ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მომხდარიყოს სერიოზული შეტაკება, მით უფრო რელიგიური ომები. ამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური არსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შემეცნებისთვის. მართალია, შევარდნაძემ და სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობასთან ომის გაჩაღებით, რამაც ეთნოკონფლიქტების სახე მიიღო, უდავოდ სერიოზულად შელახეს საქართველოსა და ქართველების რეპუტაცია, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხის ჭკვიანურად დასმით ეს გამოცდილებაც შეიძლება ვაქციოთ კვლევის საგნად, როგორც, მაგალითად, ავანტიურისტი ხელისუფლების ვოლუნტარისტული ჩარევა ხალხების ბუნებრივად მიმდინარე თანაცხოვრებაში.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზირებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო  ინსტიტუტები განთავსდებიან. სწორედ სხვადასხვა ხალხებთან და რელიგიებთან  მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილების გამო საქართველოს შეუძლია დიალოგების არენად იქცეს ისეთი საკითხების გადასაწყვეტაში, როგორიცაა თურქულ-ქურთული, სომხურ-აზერბაიჯანული, ირანულ-თურქული, ირანულ-აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური პრობლემები, რამეთუ საქართველოში თითოეული მხარე დაინახავს მონათესავე გარემოს უკონფლიქტო თანაცხოვრების ჩვენეული გამოცდილებით. მსგავსი საქმიანობისთვის უზარმაზარი პერსპექტივები არის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩვენ შევძლებდით მათ არსებით დახმარებას პრობლემების დარეგულირებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიშობა ხოლმე საქართველოსთან ისტორიულად მრავალი ძაფით დაკავშირებულ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის.

საქართველოს აქვს ასევე ყველა წინაპირობა, რომ მსოფლიო რელიგიურ კონფესიათა შორის დიალოგის ადგილი გახდეს. ასეთი როლი _ ჟენევის როლი ჩვენს რეგიონში _ უზრუნველყოფდა საქართველოს საჭიროებას ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, შესძენდა მას პატივისცემას და შეუქმნიდა ავტორიტეტს რეგიონის ხალხებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა ჩვენ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენა გამოიწვევდა ქვეყანაში ძალიან სოლიდური ფინანსური სახსრების მოზიდვას, მოახდენდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, კვლევითი მუშაობის სტიმულირებას ისტორიის, რელიგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. ჩვენ უკვე დაგვავიწყდა, რომ თბილისი, რუსეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, კავკასიის შესწავლის ცენტრი იყო, ხოლო გასული საუკუნის 30-70-იან წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სკოლა პირველი იყო საბჭოთა კავშირში.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება უნდა ემყარებოდეს ინტელექტუალურ, მეცნიერებატევად დარგებს. მაგალითად, ჩვენ ჯერჯერობით მთლიანად არ დაგვიკარგავს საბაზო პოტენციალი ბიოტექნოლოგიის, მიკროელექტრონიკის, ფარმაცევტიკის განსავითარებლად. ამასთან, საქართველოს თავისუფლად შეუძლია იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად მაღალი კლასის კლინიკებითა და სანატორიული ბაზით. დღესაც კი საქართველოში მკურნალობაზე მოთხოვნა კავკასიაში საკმაოდ მაღალია; ამ დარგში ფულის ჩადება მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გახდეს მეზობელი ხალხებისთვის მათი კულტურული მიღწევების დემონსტრირების ადგილი: აქ შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური და კინოფესტივალების, სამხატვრო გამოფენების, მუსიკალურ ღონისძიებათა ჩატარება; ჩვენ ხომ გვქონდა ამის გამოცდილება, უბრალოდ, საჭიროა აღვადგინოთ და გავაღრმაოთ იგი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ქართული მათემატიკური სკოლა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა. ბევრ ერს არ შეუძლია მოიწონოს თავი ეროვნული სამეცნიერო სკოლებით. ჭკვიანური მიდგომით ყველაფერ ამის აღორძინება შეიძლება, ყველაფერი ეს მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიოში, ყოველივე ეს საქართველოს მოუტანს პოზიტიური, ეფექტურად განვითარებადი ქვეყნის სახელს, ხოლო ქართველებს _ თანამედროვე, ინტელექტუალური ერის რეპუტაციას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მეცნიერებასა და კულტურას ავითარებს.

მე ვოცნებობდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ავაშენებდით. სწორედ ასეთ მოდელს ვთავაზობდი 90-იან წლებში და იმედი მქონდა, რომ შევარდნაძე, თავისი საერთაშორისო გამოცდილებიდან და მაშინდელი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ამ გზით წავიდოდა. მაგრამ მან საგარეო დიქტატისადმი მორჩილება, ქვეყნის დეინდუსტრალიზაცია, სამეგრელოს აოხრება და გაძარცვა, აფხაზეთში ძმათაკვლა ამჯობინა. სააკაშვილმა კი გააგრძელა თავისი სულიერი მამის სისხლიანი მოღვაწეობა. საქართველო დაიქცა, მისი განვითარება შეჩერდა, დაიწყო დეგრადაციის პროცესი. დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი უნდა იყოს «ქართული ოცნება».

ესაუბრა ირაკლი თოდუა

იხილეთ აგრეთვე:

ალექსანდრე ჭაჭია: „ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია!“

ალექსანდრე ჭაჭია: „თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით!“

ალექსანდრე ჭაჭია: „ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა“

ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“

ალექსანდრე ჭაჭია: „აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!

ალექსანდრე ჭაჭია: „დარწმუნებული ვარ და მეტიც - ზუსტად ვიცი, თუ რა გზებითა და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი აფხაზეთის პრობლემის მოგვარება!“