უცხოეთი
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. 11 ივნისს თურქეთში მიღებული ანტიალკოჰოლური კანონის მოქმედება არა მარტო ქვეყნის მოქალაქეებზე, არამედ ტურისტებზეც ვრცელდება. იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება თურქი მოქალაქეებისა და ტურისტების ცხოვრება კანონის ამოქმედების შემდეგ, „გოლოს როსიას“ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის დოცენტი პაველ შლიკოვი ესაუბრა. შლიკოვის აზრით, ანტიალკოჰოლური კანონის მიღება მოვლენათა ლოგიკური განვითარება და ერდოღანის მმართველობის შედეგია, რომელიც თავისი მაგალითით უჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი. იგი არ მოიხმარს ალკოჰოლს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში.