უცხოეთი
პროექტს საფუძვლად დაედო დოკუმენტები რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივიდან (ყოფილი სკკპ ცენტრალური პარტიული არქივი), - ამის შესახებ არქივის ხელმძღვანელმა ანდრეი არტიზოვმა საიტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ყველა მასალა დაყოფილია ორ ბლოკად: სკკპ ცეკას პოლიტბიურო მასალები (1919-1933 წ.წ.) და მასალები სტალინის პირადი ფონდიდან ბელადის მთელი ცხოვრების განმავლობაში. გამოქვეყნებულ მასალათა მთელი მოცულობა 390 ათას გვერდს, ანუ 100 ათასამდე დოკუმენტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს, ტექსტების გაცნობის გარდა, სოციალურ ქსელებში მათი ციტირებისთვის კოდების მიღებაც შეუძლიათ.
არტიზოვმა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შექმნის თვალსაზრისით დოკუმენტების პუბლიკაციის მნიშვნელობაზე მიუთითა.
„თანამედროვე რუსეთის თვითიდენტიფიკაციის პროცესი მანამ არ დასრულდება, სანამ ერთობლივი ძალისხმევით საბჭოთა ეპოქისადმი აწონილ-დაწონილ მიდგომას არ შევიმუშავებთ, მიდგომისა, რომელიც ობიექტურ ანალიზს დაეყრდნობა და ფხიზლად შეაფასებს როგორც იმ ეპოქის მიღწევებს, ასევე იმ საფასურს, რომლის გადახდაც ამ მიღწევებისთვის საზოგადოებას მოუხდა“, - აღნიშნა არტიზოვმა.