საზოგადოება
სუბარი : „ახალაიას დროს ვერც ერთი ადამიანი საჩივარს ვერ იტყოდა“

subariiსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით,  პატიმრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ადმინისტრაცია მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებს. საქმე ქუთაისის ციხეში მოშიმშილე სამ მსჯავრდებულს: გიგა ინალიშვილს, დიმიტრი თოლორაიას და ლევან ეჯიბიას ეხება, რომლებიც მათი უსაფრთხოების მიზნით ზუგდიდის ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.

"პატიმრები უსაფრთხოების მიზნით ყოველდღე გადაგვყავს ერთი ციხიდან მეორეში და ამ საკითხზე საჯარო კომენტარებს არ ვაპირებ - ვინ სად და როდის იქნა განთავსებული. ბაჩო ახალაიას დროს ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყოდა საჩივარს ვერც ადმინისტრაციაზე, ვერც მაყურებლებზე და ვერც ვერავისზე. იმიტომ რომ იყო რეჟიმი, რომელიც არ აძლევდა მათ ამის საშუალებას. დღეს მათ შეუძლიათ იფიქრონ ერთი, თქვან მეორე", - განაცხადა სუბარმა.