სამართალი
უსუფაშვილი: „გამოძიების პროცესში არის წინსვლა“

jihad-voice-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რომელიც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, თალიბების სახელით გავრცელებული და მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დასადგენად დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ბარამიძის თქმით, დიდი ალბათობით ვიდეორგოლები საქართველოშია დამზადებული და ატვირთული, ხოლო მათ უკან მაღალი თანამდებობის პირები დგანან.

გიორგი ბარამიძის მოთხოვნის პასუხად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, გაიმართოს კომიტეტის დახურული სხდომა და შსს-დან გამოძიების პროცესში ჩართული პირები მოიწვიონ. გადაწყვეტილებებიც ამის შემდეგ მივიღოთ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. 
ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომლის თქმით, დღეს დილით იგი შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა. როგორც მინისტრმა ბრძანა, გამოძიების პროცესში არის წინსვლა. პარლამენტი ამ პროცესს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მსგავსი მოვლენები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვის მიერაც არ უნდა იყოს გაკეთებული”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მუქარის შემცველ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს და მთვრობას მოუწოდა, ჭორაობას თავი დაანებონ და გამოძიების შედეგები დადონ.

„ვიდეოების ავტორები ქვეყნის დასავლური კურსის შემობრუნებას ისახავდნენ მიზნად. მათი განეიტრალება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ბარნოვმა.