პოლიტიკა
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 18 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, არ დაესწრება იმ მოტივით, რომ სხდომაზე განსახილველი თემები მისთვის საინტერესოდ არ მიაჩნია.
“სხდომაზე "აისაფის" საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
პრემიერის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. „დღის წესრიგი ვნახე და მასში შესულია "აისაფის" და ვიდეოკლიპების საკითხი. ჩემთვის ამ ეტაპზე არც ერთი არ არის ისეთი საინტერესო, რომ ამ შეკრებაზე წავიდე, თუმცა საბჭოს სხდომას დაესწრებიან ღარიბაშვილი, ალასანია და ფანჯიკიძე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.