აქტუალური
შსს: ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე თბილისში დააკავებულია გოჩა ფ.
dakavebuliსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული გოჩა ფ. ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ თამუნა ბერუაშვილს და მცირეწლოვან შვილს - 2008 წელს დაბადებულ ნია ფ-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანება მიაყენა. დედა-შვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალნენ. მოგვიანებით გოჩა ფ-მ თვითმკვლელობის მიზნით დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიიყენა. სამართალდამცველებმა დაკავებული სამედიცინო დახმარების მიზნით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).